თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვლადიმერ პაპავა თანამდებობას ტოვებს

ვლადიმერ პაპავა
ვლადიმერ პაპავას facebook გვერდი

თსუ-ის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა. მას უფლებამოსილება პირველი მაისიდან შეუწყდება. მანამდე კი რექტორის მოვალეობას შეასრულებს.

ვლადიმერ პაპავა არც ხელახალ არჩევნებში აპირებს კენჭისყრას. მისივე თქმით, გადაწყვეტილება ზეწოლის გარეშე მიიღო.

მიუხედავად პაპავას გადაწყვეტილებისა, თსუ-ის თვითმმართველობის წევრები შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ. მათი თქმით, ლადო პაპავა არა ერთ თვეში, არამედ დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს.

სტუდენტურ მოძრაობა აუდიტორია #115-ის ცნობით, აკადემიურ საბჭოს უფლებამოსილება 1 ივლისს შეუწყდება.

კომენტარები