თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თვითმმართველობის წევრები რექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობას იწყებენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა ნაწილის პროტესტი რამდენიმედღიანი პაუზის შემდეგ გრძელდება. ამჯერად, სტუდენტური თვითმმართველობის რამდენიმე წევრი რექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობას იწყებს. აღსანიშნავია, რომ თვითმმართველობის წევრების ბრალდებების საფუძველზე აკადემიურ საბჭოს დაწყებული აქვს უნივერსიტეტის რექტორის საქმიანობის შესწავლა. თვითმმართველობის წევრების თქმით, ისინი არ ენდობიან აკადემიურ საბჭოს და არ დაელოდებიან მოკვლევის პროცესს.

სტუდენტური თვითმმართველობის წევრები შიმშილობის დაწყებას საღამოს 7 საათიდან გეგმავენ. მათი თქმით, ისინი ღამეც უნივერსიტეტში დარჩებიან.

კომენტარები