ფოთში რაგბის მსაჯი დაჭრეს. ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს. ფაქტს ადასტურებენ რაგბის კავშირში და ამბობენ, რომ უკვე დაიკითხნენ ინციდენტის მონაწილეებიც.
ტელეკომპანიის ცნობით, შემთხვევა სტადიონზე მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, 21 წლის ნიკო ამაშუკელი რაგბის მატჩის შემდეგ დაპირისპირების დროს დაჭრეს ბასრი საგნით. ის ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარის ოფიციალური ვერსია უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრო დაჭრის ფაქტს ამ ეტაპზე არ ადასტურებს.





