დაჭრა

ქვემო ფონიჭალაში სროლის შედეგად 3 პირი დაიჭრა

ქვემო ფონიჭალაში, სროლის შედეგად, 3 პირი დაიჭრა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 19 109 მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და ასევე სსკ-ის 236 მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას გულისხმობს.

ტვ პირველის ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და ისინი სამკურნალოდ კლინიკაში გადაიყვენეს. 

კომენტარები