პირადი კადრები

სერგეენკო: მეჭიაურის განცხადება ძალიან ხმამაღალია

ალბათ დაზუსტებისთვის ისევ ბატონ თამაზს უნდა კითხოთ, თუმცა ჩემი შეხედულებით, ეს ისეთი ხმამაღალი განცხადებაა, რეალურად, უკეთესი იქნება, რომ ყველა ჩვენი საქმით დავკავდეთ. ზოგადად ეს საკითხი - პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება იმდენად მიუღებელი და ამორალურია, რომ ნებისმიერი რამ, რაც მასთან შეხებაშია, რა თქმა უნდა, უდიდეს დისკომფორტს მიქმნის.

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადებაზე. მეჭიაურმა გუშინ თქვა, რომ ის თანამდებობის პირები, რომლებზეც ჩანაწერები არსებობობს, უნდა გადადგნენ.

კომენტარები