აბაშიძე-კარასინის ფორმატი

აბაშიძე კარასინზე: პრეზიდენტი არა ქართულ, არამედ რუსულ წყაროებს დაეყრდნო

ძალიან ვწუხვარ, რომ ამ შეხვედრაზე და, კერძოდ, ბატონ კარასინის ცნობილ განცხადებებზე საუბრისას ბატონი პრეზიდენტი გუშინ დაეყრდნო არა ქართული დელეგაციის ინფორმაციას, არამედ რუსულ წყაროებს. როდესაც ბატონმა კარასინმა პრაღაში თავისი ცნობილი განცხადებები გააკეთა, შეხვედრის დაწყებამდე, მაშინ მე იმ ადგილას ფიზიკურად არ ვიყავი. სხვა საქმეა, რომ ბატონ კარასინის ადგილას მე ალბათ ასე არ მოვიქცეოდი და ამგვარი განცხადების გაკეთებას კოლეგის თანდასწრებით ვარჩევდი.

პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებებზე, რომელმაც თქვა, რომ "ჩემი წარმომადგენელი კარასინს სხვა ტიპის პასუხს გასცემდა".

კომენტარები