ნარკოდანაშაული

დიდი ოდენობით ჰეროინის უკანონო შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1982 წელს დაბადებული თენგიზ ა. თბილისში დააკავეს. შსს-ს ცნობით, პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 14,4389 გრ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღო.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით).

კომენტარები