თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროფესორმა მარიამ გერსამიამ თსუ-ს აკადემიური საბჭო დატოვა

რუსთავი 2

პროფესორმა მარიამ გერსამიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო დატოვა. ამის შესახებ გერსამიამ რუსთავი ორის პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა.  

"მე როგორც მარიამ გერსამია, დღეს ვდგები იქ, სადაც არასდროს მოხდება სტუდენტების დაყოფა თვითმმართველობად და დაპირისპირებულ მხარედ. ეს არის აუდიტორია, სადაც მე ხვალ შევალ, წავიკითხავ ლექციას პოფესორის და არა აკადემიური საბჭოს წევრის სტატუსით. მე ვრჩები უნივერსიტეტის პროფესორად, იქ, სადაც ჩემი ადგილია, იქ სადაც არის ჩემი სტუდენტების ადგილი და იქ, სადაც არ ხდება სტუდენტების დაქსაქსვა და დაყოფა. ამ სიტუაციაში დიახ, მე ვტოვებ აკადემიურ საბჭოს. მე ჩემს როლს ვხედავ ტუდენტების გვერდით, სადაც არ არის არანაირი დაყოფა, არამედ არის ერთიანობა, სოლიდარობა ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე. მე ყველა სტუდენტს, განურჩევლად მათი შეხედულებისა, ვუცხადებ სოლიდარობას - ერთ მხარესაც, მეორე მხარესაც" - თქვა გერსამიამ.

მისივე ინფორმაციით, აკადემიურმა საბჭომ დღევანდელ შეხვედრაზე მოისმინა ორივე მხარის მოთხოვნები და საკითხის გადასაწყვეტად შესაბამის პროცედურებს დაიწყებს. 

კომენტარები