თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

პაპავა: პატრიარქმა მითხრა, მცხეთაში მელოცა, ამიტომ დავტოვე მინისტრთან შეხვედრა

დილას მე მქონდა შეხვედრა მის უწმინდესობასთან, საქართველოს პატრიარქთან. ეს შეხვედრა იყო გაცნობითი ხასიათის. მას აინტერესებდა - რა ხდება უნივერსიტეტში. შეხვედრის ბოლოს მთხოვა, ყველასთვის მომეწოდებინა, ილოცონ და შემომთავაზა, რომ დღეს, 6 საათზე ვყოფილიყავი სვეტიცხოველში და იქ მელოცა. მე პატრიარქის ეს წინადადება გავიზიარე. ვუთხარი ამის შესახებ ქალბატონ მინისტრს, გავაფრთხილე აკადემიური საბჭოს წევრებიც, ვინც იქ იყო და წავედი, იმიტომ, რომ თბილისიდან მცხეთაში ჩასვლას გარკვეული დრო სჭირდება.

თსუ-ს რექტორი ლადო პაპავა გადაცემა არჩევანში განმარტავს, რატომ დატოვა განათლების მინისტრთან და აკადემიურ საბჭოსთან შეხვედრა რამდენიმე წუთში.

კომენტარები