თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლადო პაპავა სვეტიცხოველში ლოცვას ესწრება

ვლადიმერ პაპავა
ვლადიმერ პაპავას facebook გვერდი

უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ლადო პაპავა მცხეთაში წავიდა. ლიბერალის ცნობით, პაპავა ამ წუთებში სვეტიცხოველში ლოცვას ესწრება. 

ლადო პაპავამ განათლების სამინისტროში მიმდინარე შეხვედრა დაწყებიდან 10 წუთში დატოვა. მედიამ თსუ-ს რექტორისთვის შეკითხვის დასმა ვერ მოახერხეს. უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ რექტორს სხვა შეხვედრაც ჰქონდა დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ დღეს ლადო პაპავა პატრიარქ ილია მეორესაც შეხვდა. პაპავას თქმით, შეხვედრა პატრიარქის ინიციატივით გაიმართა. რექტორი აღნიშნავს, რომ "პატრიარქთან თბილი საუბარი იყო. აინტერესებდა, რა ხდება უნივერსიტეტში, რა მდგომარეობაა. ითქვა, რომ მძიმე მარხვის კვირაა და რჩევაა სტუდენტებისთვის, რომ ილოცონ".

კომენტარები