ქართული ოცნება

კვაჭანტირაძე: სავჩენკოს საკითხში ენმ-ს არასერიოზული დამოკიდებულება ჰქონდა

cp.ge

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, ქორწინების საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილებებზე თანამშრომლობისთვის ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან მზად არის. მისი თქმით, "ჩვენი ინფორმაციით, ენმ-ის რამდენიმე წევრს აქვს სურვილი, რომ შემოუერთდეს და შეიძლება, მათი რიცხვი გაიზარდოს". კვაჭანტირაძე აღნიშნავს, რომ "ეს არის ნამდვილად ზეპარტიული საკითხი, არ განეკუთვნება და არ უნდა განეკუთვნებოდეს რომელიმე პარტიის კონკრეტულ ინტერესებს, შევძლებთ რაღაცნაირად ამ ხმების კონსოლიდირებას".

ტაბულამ კვაჭანტირაძეს მისი განცხადება შეახსენა, რომ ნადეჟდა სავჩენკოს შესახებ უმცირესობის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე მიერთება "ენმ-ის რაღაცნაირად პოლიტიკურ რეაბილიტაციას" ნიშნავს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ "იქ სულ სხვა რამეზე იყო საუბარი. მე მივიჩნიე, რომ ამ კონკრეტულ საკითხში იყო ძალიან არასერიოზული დამოკიდებულება". თუმცა, რამდენიმე დღის წინ ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებდა, რომ ეს ეხებოდა ნებისმიერ თემას, "გინდ სავჩენკო იყოს, გინდ შიდა პოლიტიკური საკითხები". 

კომენტარები