თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვლადიმერ პაპავა გადადგომას არ აპირებს

ვლადიმერ პაპავა
ვლადიმერ პაპავას facebook გვერდი

თსუ-ს რექტორი ვლადიმერ პაპავა თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ცოტა ხნის წინ თვითმმართველობამ მას გადადგომისთვის ერთი საათი მისცა.

"ჩემი პოზიცია ურყევია. უნივერსიტეტი საკმაოდ რთულ ვითარებაშია. რექტორის გადადგომა კიდევ უფრო დაამძიმებს სიტუაციას. ყველას უნდა გვეყოს გონიერება. მათთან დიალოგის გაგრძელებისთვის მზად ვარ",- ამბობს პაპავა.

ინფორმაციას, რომ პოსტზე დარჩენის შემთხვევაში თვითმმართველობის წევრები შიმშილობას დაიწყებენ, პაპავა პასუხობს, რომ "ყველა უნდა გაუფრთხილდეს ჯანმრთელობას."

პაპავა ასევე მოუწოდებს მის მხარდამჭერ პროფესორ-მასწავლებლებს, შეწყვიტონ შიმშილობა.

ვლადიმერ პაპავას თქმით, ის პატრიარქსაც შეხვდა. "თბილი საუბარი იყო. აინტერესებდა, რა ხდება უნივერსიტეტში, რა მდგომარეობაა. ითქვა, რომ მძიმე მარხვის კვირაა და რჩევაა სტუდენტებისთვის, რომ ილოცონ", - თქვა პაპავამ.

აქციებს განაგრძობენ #115 აუდიტორიის სტუდენტებიც.

კომენტარები