ფარული კადრები

ბოკერია ალასანიაზე: მას არც ერთ დროში, არ აუღია არაფერზე რაიმე პასუხისმგებლობა

მსურს გამოვეხმაურო ირაკლი ალასანიას, ის და მისი გუნდი არიან ამ თავდასხმების და ამ რაღაც სიბინძურის მსხვერპლები. მე მათ ვუთანაგრძნობ და დარწმუნებული ვარ ჩვენი საზოგადოება გადალახავს ამ ყველაფერს. მაგრამ, ეს მძიმე ვითარება არ ამართლებს პოლიტიკურ უხერხემლოებას, არ ამართლებს, რადგან ირაკლი ალასანია იყო ჩვენ ხელისუფლებაშიც, იყო შემდეგ ივანიშვილთან, იყო შევარდნაძის დროს - უშიშროების მინისტრი [მოადგილე] და არც ერთ დროში არც ერთ პრობლემებზე მას არ აუღია რაიმე პასუხისმგებლობა. ასე არ შეიძლება, ივანიშვილამდე, ბოლოს მსგავსი ჩანაწერები ქვეყნდებოდა შევარდნაძის დროს, როდესაც ის იყო უშიშროების სამინისტროს საკვანძო ფიგურა, იქ სადაც ხდებოდა ეს ჩაწერები. შემდეგ წელიწადნახევარი ივანიშვილთან, როდესაც ხვედელიძის სკანდალი მოხდა, როდესაც რუსთავი 2-ის ამბავი მოხდა (ჩაწერებთან დაკავშირებით) და ამაზე არაფერი არ გააკეთა ან ვერ გააკეთა, სანამ ივანიშვილმა არ გამოუშვა ის ხელისუფლებიდან სხვა მიზეზების გამო. დღეს მას [ალასანიას] უნდა ეყოს პასუხისმგებლობა და პრემიერს კი არ უნდა აქებდეს ან შინაგან საქმეთა მინისტრს, არამედ ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ როგორი განსხვავებებიც არ უნდა იყოს ჩვენ შორის, რომ ამ კაცის [ივანიშვილი] ჩამოშორება არის დემოკრატიის განვითარებისა და ჩვენი შვილების ნათელი მომავლის აუცილებელი პირობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე, რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში

კომენტარები