ფარული კადრები

გრიგოლია: კადრების არსებობაზე 2012 წლამდე მითხრეს

2012 წლის არჩევნებამდე მე მქონდა ინფორმაცია, რომ ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები არსებობდა. მაშინ არ იყო საუბარი იგეგმებოდა თუ არა ამ კადრების გამოქვეყნება, თუმცა ჩემთვის აბსოლუტურად ერთი და იგივე უბედურებაა. მე მიღებენ ჩემს საძინებელში, მე მითვალთვალებენ, მიმონტაჟებენ კადრებს თუ მერე ამის გამოყრით მემუქრებიან, ჩემთვის ეს არის ერთი და იგივე დოზით უბედურება. მე არ ვიცი, რა კადრებზეა საუბარი. ეს კადრები 2012 წლამდეა გადაღებული თუ 2012 წლის შემდეგ. მე პირადი ცხოვრება სულ მაქვს. არ ვიცი, რომელი კადრებია

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში, ფარული კადრების შესახებ.

კომენტარები