ფარული კადრები

ალასანია: ჩემი შანტაჟი ემთხვეოდა ქართული ოცნების ჩატარებულ კვლევებს

ჩემი შანტაჟი ხდებოდა სხვადასხვა მთავრობისა და ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი, სოკოებივით მომრავლებული ვებგვერდებისა და სააგენტოების მიერ. ხდებოდა ამის აფიშირება. ხშირ შემთხვევაში, იყო ჩემი ვიცეპრემიერობის დროს და შემდეგ უკვე ჩემი თავდაცვის მინისტრობის დროს პირად ცხოვრებაში ჩარევის მცდელობა, მათ შორის იმდროინდელი პრემიერინისტრისგან, რაც აბსოლუტურად მიუღებელი იყო საზოგადოებისთვისაც, ჩემთვისაც და შემდეგ ეს ზეწოლა გადაიზარდა უკვე, რაც დასრულდა 5 უდანაშაულო ადამიანის დაკავებით. ეს ხშირად ემთხვეოდა იმ კვლევებს, რომელსაც ატარებდა ქართული ოცნება. ჩვენ პარტიაში ვხუმრობდით კიდეც, რომ როდესაც კვლევები ჩატარდებოდა, აუცილებლად ველოდებოდით ამგვარ დარტყმას ოპონენტების მხრიდან. სამწუხაროდ, იმ დროს პარტნიორი ოპონენტების მხრიდან და ეს დღესაც გრძელდება. სულ ათი დღის წინ ჩატარდა კვლევა ქართული ოცნების მიერ, რამდენადაც მე ვიცი და შემდეგ უკვე წამოვიდა შანტაჟი. სწორედ ეს შედეგები მაშინაც არ მოსწონდათ და ძილს უფრთხობდა ზოგიერთებს და დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ გამოქვეყნდება IRI-ს მიერ გაკეთებული კვლევები, რომელიც დაწყებულია, იქაც აისახება უკვე ეს ცვლილება, რაც არის ზოგადად საზოგადოების განწყობაში.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში, ფარული ჩანაწერების შესახებ.

კომენტარები