თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თვითმმართველობის აქციის მონაწილეები თსუ-ის რექტორის კაბინეტში შეიჭრნენ

ტაბულა

სტუდენტური თვითმმართველობის აქციის მონაწილეები თსუ-ის რექტორის კაბინეტში შეიჭრნენ. ისინი ლადო პაპავას გადადგომას მოითხოვენ.

უნივერსიტეტის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. მათი თქმით, რექტორმა გასცა ბრძანება, რომ უნივერსიტეტში დამატებითი ძალები შევიდნენ და დაძაბული სიტუაცია განმუხტონ. 

თსუ-ის რექტორმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს. მისი შეფასებით, "პროცესი პოლიტიკურად მართულია".

კომენტარები