თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ტაბატაძე: პრობლემა უფრო ძირეულია სისტემაში, ვიდრე კანცლერი ან რექტორი

მე ვერ ვიტყვი, რომ ვინმეს გადადგომა ან ვინმეს მიერ კანდიდატურის მოხსნა ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს გამოსავალი ზოგადად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თუ უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული ვითარების თვალსაზრისით. ვითარების თვალსაზრისით, რასაც ჰქვია, ერთი მხრივ, დეპოლიტიზაცია სისტემის, აკადემიური და ავტონომიური თავისუფლება და მეორე მხრივ, ის მთავარი ფუნქცია, რაც უნივერსიტეტს გააჩნია - სწავლის, ცოდნის შექმნის, კვლევის განვითარების და ა.შ. ანუ, აქ პრობლემა გაცილებით უფრო ძირეულია სისტემაში და მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ვიდრე კონკრეტული კანცლერის კანდიდატი ან კონკრეტული რექტორის კანდიდატი ან მოქმედი რექტორი, რომლის გადადგომასაც ითხოვენ. რთულია, გარეთა მხრიდან შეაფასო სტუდენტების ქმედება, თუმცა, ჩემთვის გაცილებით ღირებული იქნებოდა სტუდენტების გამოსვლები, თუ ეს არ იქნებოდა დაკავშირებული კონკრეტული თანამდებობის პირებთან ერთის მხრიდანაც და მეორეს მხრიდანაც, იმიტომ, რომ იგივე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სერიოზულად დგას როგორც სწავლების, ასევე კვლევის და ზოგადად ამ სტუდენტებისათვის კარგი, ხარისხიანი განათლების მიცემის პრობლემა. 

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორის ურთიერთობების ცენტრის თავჯდომარე შალვა ტაბატაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებზე ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში

კომენტარები