თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვლადიმერ პაპავა სტუდენტების ორივე ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს

Johan Demetre Nagel/Fb.com

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე აქციაზე კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა. სიტუაცია სამართალდამცველებმა განმუხტეს.

თსუ-ში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აკადემიური საბჭო რექტორის, ვლადიმერ პაპავას იმპიჩმენტის საკითხს განიხილავდა. სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

ამ წუთებში პაპავა სტუდენტების ორივე ჯგუფის წარმომადგენლებს ხვდება.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების ორი, ურთიერთსაპირისპირო აქცია 12:00-ზე დაიწყო. სტუდენტების ერთი ჯგუფი კანცლერის პოსტზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას აპროტესტებს და ე.წ. ოდეერის არსებობის თემაზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს. მეორე აქციას კი, გიორგი გაფრინდაშვილის მხარდამჭერები მართავენ.

 

კომენტარები