თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

გიორგი გაფრინდაშვილი: უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, უკან ვიხევ

liberali.ge

ამ წუთებში ცნობილი გახდა, რომ გიორგი გაფრინდაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერობის პოზიციიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

„მინდა ბოდიში მოვიხადო, მე უკან ვიხევ. უკან ვიხევ მხოლოდ უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ ყოველთვის ვიქნები უნივერსიტეტის გვერდით, იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ჩემს გვერდით არიან. ბოდიშს ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც არის ჩემს გვერდით, მაგრამ დღეს უნივერსიტეტში არის უმართავი მდგომარეობა. რაღაც ნაწილს თუ მაინც ეს პრობლემა მოაგვარებს, რომელსაც ვითომდა ბრალდებები ჰქვია, მე მზად ვარ ამისთვის", - თქვა გიორგი გაფრინდაშვილმა.

ის სტუდენტები, ვინც გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნას ითხოვდნენ, პროტესტს არ წყვეტენ.

„ჩვენ, როგორც კი შესაძლებლობა მოგვეცემა, გადავინაცვლებთ 115-ე აუდიტორიაში და გავაგრძელებთ მსჯელობას. „ოდეერი" ცოცხალია! კომკავშირი ცოცხალია! შედეგი მიღწეულია. ჩვენი ძალა ყველამ იგრძნო. ქაჯეთის ციხე ბოლომდე უნდა გაინგრეს", - ასე მიმართა აქციის მონაწილეებს სტუდენტმა ლევან ლორთქიფანიძემ.

კომენტარები