თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თსუ-ში სტუდენტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

Johan Demetre Nagel/Fb.com

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება მოხდა. იმ სტუდენტების ცნობით, რომლებიც კანცლერის პოსტზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას აპროტესტებენ, თვითმმართველობის წევრები უნივერსიტეტის შენობაში უკანა კარიდან შევიდნენ. ისინი იმ ადგილას მისვლას ცდილობდნენ, სადაც სტუდენტები რამდენიმე დღეა, უნივერსიტეტის ავტონომიის მოთხოვნით აქციას მართავენ.

"სტუდენტებმა გააკეთეს ცოცხალი ჯაჭვი. თვითმმართველობის წევრები მიაწვნენ ჯაჭვს, რაც შემდგომ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა", - უთხრა ტაბულას აქციის მონაწილე დემეტრე დათიაშვილმა.

უნივერსიტეტის დაცვამ და პოლიციამ სიტუაცია მალევე განმუხტეს. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების ორი, ურთიერთსაპირისპირო აქცია 12:00-ზე დაიწყო. სტუდენტების ერთი ჯგუფი კანცლერის პოსტზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას აპროტესტებს და ე.წ. ოდეერის არსებობის თემაზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს. მეორე აქციას კი, გიორგი გაფრინდაშვილის მხარდამჭერები მართავენ.

რუსთავი 2-ის ცნობით, დღეს, უნივერსიტეტში დაგეგმილია აკადემიური საბჭოს სხდომა, სადაც გიორგი გაფრინდაშვილიც მივა. სწორედ იქ გაირკვევა, მოხსნის თუ არა ის საკუთარ კანდიდატურას.

კომენტარები