საგარეო ვაჭრობა

2016 წლის თებერვალში ექსპორტი 5%-ით შემცირდა

Reuters

საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის თებერვალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტი 5%-ით შემცირდა. თებერვალში ექსპორტის მთლიანი მოცულობა $158 მილიონი იყო. ექსპორტისგან განსხვავებით, 25%-ით გაიზარდა იმპორტის მოცულობა და მან $723 მილიონი შეადგინა. 

2016 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს ექსპორტმა სულ $281 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 13%-ით ნაკლებია. იმპორტის მოცულობა კი $1.1 მილიარდი იყო, რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით 1%-ით მეტია. 

საქსტატის ინფორმაციით, 2016 წლის პირველ ორ თვეში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა $852 მილიონი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანამ იმპორტის დასაფინანსებლად სხვადასხვა წყაროდან დამატებით $852 მილიარდი უნდა მოიზიდოს. დღეისათვის კი ის წყაროები, რომლითაც უარყოფითი სავაჭრო ბალანსის დაფინანსება უნდა მოხდეს, შემცირებულია. 

კომენტარები