თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თსუ-სთან სტუდენტების ორი, ურთიერთსაპირისპირო აქცია მიმდინარეობს

Johan Demetre Nagel/Fb.com

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების ორი, ურთიერთსაპირისპირო აქცია მიმდინარეობს. სტუდენტების ერთი ჯგუფი კანცლერის პოსტზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას აპროტესტებს და ე.წ. ოდეერის არსებობის თემაზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს. მეორე აქციას კი, გიორგი გაფრინდაშვილის მხარდამჭერები მართავენ.

უნივერსიტეტში მობილიზებულია დაცვის სამსახური. ადგილზე იმყოფებიან ასევე სამართალდამცველები და საპატრულო ეკიპაჟები

რუსთავი 2-ის ცნობით, დღეს, უნივერსიტეტში დაგეგმილია აკადემიური საბჭოს სხდომა, სადაც გიორგი გაფრინდაშვილიც მივა. სწორედ იქ გაირკვევა, მოხსნის თუ არა ის საკუთარ კანდიდატურას.

კომენტარები