თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

პაპავა: პროცესი მომართულია იქით, რომ გადადგომა მაიძულონ

როგორც რექტორი, ვაცნობიერებ ჩემს პასუხისმგებლობას და, რა თქმა უნდა, არ განვიხილავ რექტორის გადადგომის რაიმე შესაძლებლობას. მაგრამ, ამავდროულად, უნდა ვისარგებლო შემთხვევით და ხაზი გავუსვა - პროცესი როგორც მიმდინარეობს, საბოლოო ჯამში, მომართულია იქითკენ, რომ რექტორი აიძულონ, გადადგეს. ხოლო თუ რექტორი აიძულეს და მაინც გადადგა, მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, მაშინ უნივერსიტეტი ჩავარდება უმძიმეს მდგომარეობაში, ამიტომ არ ვაპირებ გადადგომას. ჩემი აზრით, მთავარი არ არის გიორგი გაფრინდაშვილი. აქ უკვე მთავარია დარტყმა რექტორზე.

თსუ-ს რექტორი ლადო პაპავა უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებზე.

კომენტარები