ხელისუფლება ვერ გამოდის საკმაოდ სახიფათო წრიდან, როდესაც საკუთარი წარუმატებლობის გადაფარვას რადიკალური ჯგუფების გრძნობებზე საკმაოდ სახიფათო თამაშით, მათი გაღვივებით, ძალადობის მორიგი ტალღით და საკუთარი კრახის გადაფარვით ცდილობს. თავისთავად, ეს საკითხი ძალიან ერთმნიშვნელოვნად არის ფორმულირებული სამოქალაქო კოდექსში, აქედან გამომდინარე, კონსტიტუციაში ჩაწერის საკითხი არის ყურით მოთრეული ანუ საკითხი საკითხისთვის და ინიციატივისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაღვივდეს ეს გრძნობები და, სავარაუდოდ, ეს არის კიდევ ერთი ძალადობის ტალღის ინიცირება. მე პირადად ამაში მონაწილეობას არ მივიღებ და ვთვლი, რომ საერთოდ ზედმეტია ამ საკითხის განხილვა.
tbl.ge/ivl
დაკოპირდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გივი თარგამაძე.
ამავე თემაზე
- კობახიძე: სადაც პოლარიზაციის მაღალი ხარისხია, უმჯობესია, იყოს მაღალი საარჩევნო ბარიერი
- კობახიძე: პროპორციულის საკითხი დახურული არაა, წინაპირობაა, რომ თუნდაც ბოიკოტი მოხსნან
- კობახიძე: საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის გაგრძელება ბევრ რამეზეა დამოკიდებული
- კობახიძე 19 აპრილის შეთანხმებაზე: ეს იყო კავკასიური ცარცის წრე
- იან კელი კობახიძეს: ნუ ეხუმრები დეგნანის მანდატსა და რეპუტაციას




