დავა მაესტროს გარშემო

ჟურნალისტები: 25%-ზე დავის დასრულებამდე გაჩეჩილაძის მითითებებს არ შევასრულებთ

ტელეკომპანია მაესტროს ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ სადავო 25%-ის ირგვლივ სასამართლო დავის დასრულებამდე ტელეარხის რეგისტრირებული დირექტორის, ლევან გაჩეჩილაძის განკარგულებებს არ შეასრულებენ.

"გვსურს კიდევ ერთხელ განვაცხადოთ:

ვრჩებით ტელეკომპანია "მაესტროზე", ვაგრძელებთ იმ მენეჯმენტთან მუშაობას, რომელიც ჩვენთვის სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი იყო და არის. ამასთან, სადაო 25 პროცენტის ირგვლივ სასამართლო დავის დასრულებამდე, არ ვგეგმავთ შპს "სტუდია მაესტროს" რეგისტრირებული დირექტორის, ლევან გაჩეჩილაძის, განკარგულებების შესრულებას. ვიმედოვნებთ, "მაესტროს" ირგვლივ განვითარებული მოვლენები ხელს არ შეუშლის არხის ფუნქციონირებას და არ აისახება ჟურნალისტების სამუშაო პროცესზე", - აცხადებენ მაესტროს ჟურნალისტები.

საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძე მაესტროს დირექტორად დღეს დაარეგისტრირა.

კომენტარები