დავა მაესტროს გარშემო

უსუფაშვილი მაესტროზე: მივმართავ ყველას, გადაწყვეტილებები იყოს კარგად ახსნილი

ნებისმიერი სხვა უფრო მეტი ჩარევა ჩემი მხრიდან ან ხელისუფლების მხრიდან რაიმე საკითხში, რომ შეფასებები - ეს მხარე უფრო მართალია, ის მხარე ნაკლებად მართალია - არის კონტრპროდუქტიული, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც მედიასაშუალებას ეხება საქმე. ამიტომ, მე მინდა ვისურვო, ვთხოვო, მივმართო ყველა იმ სახელმწიფო თანამდებობის პირს, ეს იქნება მოსამართლე, საჯარო რეესტრის თანამშრომელი, არ ვიცი, კიდევ სხვა - კონკრეტული სახელსუფლებო წარმომადგენელი, რომლებსაც ამა თუ იმ ფორმით შეხება აქვთ ამ საქმესთან, მარეგულირებელი კომისია და ასე შემდეგ, თავიანთი გადაწყვეტილებები მიიღონ რაც შეიძლება შემჭიდროებულ ვადებში და არა გახანგრძლივებულ ვადებში, გადაწყვეტილებები იყოს კარგად დასაბუთებული, კარგად ჩამოყალიბებული და ახსნილი, და რომ - დაემორჩილონ მხოლოდ კანონს და სხვა არაფერს. 

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მაესტროზე.

კომენტარები