თავისუფალი დემოკრატები

ალასანია ხიდაშელს: ჩვენ ნერვებიც მყარი გვაქვს და თავმოყვარეობაც

საქართველოში მოვლენების და მცნებების აღრევა ხშირად ხდება. ჩვენ ნერვებიც მყარი გვაქვს და თავმოყვარეობაც. მინდა, შეგახსენოთ, რომ ხიდაშელს ნერვებს უშლის თოფაძე და მრეწველების პარტია, ხოლო ჩვენ წინააღმდეგ იმ დროს მოქმედი და ყოფილი პრემიერები იყვნენ დარაზმული და ჩაგვიშალეს ქვეყნის უშიშროებისთვის და თავდაცვისთვის უმნიშვნელოვანესი საქმე. ასევე, დააკავეს ხუთი უდანაშაულო სამხედრო მოსამსახურე და თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო თანამშრომელი. ამ ორ ფაქტს შორის ამ კუთხით საკმაოდ დიდი განსხვავებაა.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს პასუხობს. ხიდაშელმა გადაცემა არჩევანში თქვა, რომ "მე ვთვლი, ალასანიას ნერვებმა უმტყუნა და ვთვლი, რომ ისინი არ უნდა წასულიყვნენ ოპოზიციაში".

კომენტარები