საპარლამენტო არჩევნები 2016

ბოკერია: ინფორმაცია სიაში სანდრა რულოვსის პირველ ნომრად ყოფნაზე სიმართლე არაა

გიგა ბოკერია
ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია გავრცელებულ ინფორმაციას ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო სიის პირველ ნომრად სანდრა რულოვსის დასახელების შესახებ ტაბულასთან საუბარში უარყოფს.

"ქალბატონ სანდრას უდიდეს პატივს ვცემ, ის გამორჩეული პიროვნებაა არა მხოლოდ და იმდენად როგორც მიხეილ სააკაშვილის მეუღლე და ქვეყნის პირველი ლედი, არამედ როგორც თავისთავად სამაგალითო, აქტიური და გამორჩეული მოქალაქე, მაგრამ ინფორმაცია მისი პირველ ნომრად დასახელების თაობაზე ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო სიაში სინამდვილეს არ შეესაბამება", - ამბობს ბოკერია.

კომენტარები