რუსეთი

მოსკოვში, სავარაუდოდ, ბავშვისთვის თავის მოკვეთისთვის ქალი დააკავეს

RenTV

BBC-ის ინფორმაციით, მოსკოვის პოლიციამ დააკავა ქალი, რომელიც ბავშვის მკვლელობასა და მისი მშობლების სახლის გადაწვაშია ბრალდებული. დაკავებული მოკლულის ძიძა იყო.

დაკავებული 1977 წელს არის დაბადებული და ცენტრალური აზიის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეა.

РБК-ს ინფორმაციით, პოლიციამ დღეს ალყა შემოარტყა მეტროს Октябрьское поле, სადაც შავებში ჩაცმული ადამიანი, რომელსაც ბავშვის მოჭრილი თავი ეჭირა ხელში, "დიდება ალაჰს!" ყვიროდა.

ამ ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთ ქუჩაზე (Улица Народного Ополчения), რომელიც აღნიშნულ მეტროსადგურთან ახლოსაა, ხანძრის ჩაქრობის დროს იპოვეს ბავშვის ცხედარი, რომელსაც თავი ჰქონდა მოკვეთილი.

კომენტარები