გაფიცული მეშახტეები

კოჟორიძე: საქნახშირი ვალდებულია, შეასრულოს ხელშეკრულება და გაზარდოს ხელფასი

აქ შეკრებილი მუშებისგან მივიღე ინფორმაცია, რომ ჯერ კიდევ 2011 წელს კომპანიასთან არის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს ინდექსაციას, ანუ ინფლაციის მიხედვით ხელფასების ზრდას. ამ საკითხზე მე მქონდა კომპანიის[საქნახშირი] წარმომადგენლებთან საუბარი, რაზეც მათი პოზიცია იყო, რომ ეს ხელშეკრულება არ არის იურიდიული ძალის მქონე, გამომდინარე იქიდან, რომ ხელმოწერა არის გაყალბებული. თუმცა, ჩემთვის ეს არგუმენტი არ არის დამაჯერებელი. დაუჯერებელია, რომ 4-5 წლის განმავლობაში არსებული ხელშეკრულების შესახებ დღეს გაიგოს კომპანიამ, რომ თურმე გაყალბებულია. კომპანია საკუთარი კეთილი ნების კუთხით კი არა, ვალდებულია, შეასრულოს ხელშეკრულების პირობა ანუ ინფლაციის მიხედვით მუშებს გაუზარდოს ხელფასი.

პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე ტყიბულში გაფიცულ მაღაროელებსა და კომპანია საქნახშირის წარმომადგენლებს შეხვდა.

კომენტარები