ტყიბულელმა მეშახტეებმა გაფიცვა შეწყვიტეს. 17 დღიანი გაფიცვის შემდეგ საქნახშირი ჯი-აი-ჯის და გაფიცულ მუშებს შორის მოლაპარაკება დასრულდა. შეხვედრას ტყიბულში გაფიცულები, პროფკავშირის, საწარმოს და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. EMC-ის ინფორმაციით, საწარმომ გაფიცულებს დაუყონებლივ 7%-ით სახელფასო ზრდა შესთავაზა. აპრილში კი 3 %-ით ზრდა.
შეხვედრის პარალელურად, გამგეობის შენობის გარეთ მეშახტეების აქცია ჩატარდა. აქციაზე მეშახტეებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
როგორც შეხვედრის შემდგომ გახდა ცნობილი, ქვანახშირის მოპოვება ტყიბულში ხვალიდან განახლდება.