გაფიცული მეშახტეები

ივანიშვილი 2012 წელს: უფრო მეტ მაღაროს გავხსნით, ხელფასი გექნებათ ადამიანური

მეშახტეობა განსაკუთრებით სახიფათო პროფესიებში შედის. მარტო 2007 წლიდან დღემდე 14 ადამიანი დაგვეღუპა. ჩვენ უნდა შევცვალოთ შრომის კოდექსი და ავამაღლოთ უსაფრთხოების ნორმები. როდესაც ჩვენ მოვალთ, უფრო მეტი მაღაროები გაიხსნება და გაცილებით მეტი დასაქმება მოხდება ამ დარგში. ჩვენ მაღალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ მაღაროებს ავამუშავებთ და რაც მთავარია, ხელფასი გექნებათ ადამიანური და არა ის, რასაც დღეს იღებთ თქვენ. კოდექსიც იქნება ადამიანური და მორგებული იქნება თქვენს ინტერესებზე. როგორც დღეს მუშაობენ მაღაროელები, მიუღებელია. ძალიან სწრაფად, უახლოეს დროში და პირველ რიგში ჩვენ შემოვიტანთ მაღალ ტექნოლოგიებს, უსაფრთხოს და ნორმებში ჩამდგარ ტექნოლოგიებს, ასე იქნება 1 ოქტომბრიდან, როდესაც ჩვენ მოვალთ და დავიწყებთ ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და გაცილებით მეტი ადამიანი დასაქმდება, მე ამას გპირდებით.

ბიძინა ივანიშვილი, ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანია, 2012 წლის 28 აგვისტო, ტყიბული.

კომენტარები