თავდასხმა აშშ–ში

კანზასის შტატში სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

Getty Images

ამერიკაში, კანზასის შტატში სროლის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა. 10 დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია.

თავად თავდამსხმელი მოგვიანებით პოლიციასთან ორმხრივი სროლისას დაიღუპა.

ინციდენტი ქალაქ ჰესტონში მდებარე ერთ-ერთ ქარხანაში მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელი, სავარაუდოდ, ქარხნის თანამშრომელი იყო.

თავდასხმის მოტივი უცნობია, თუმცა, სამართალდამცველების ინფორმაციით, შემთხვევას ტერორიზმთან კავშირი არ აქვს.

კომენტარები