აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფილი რეზერვისტს, რომლის მთავარ სამმართველოზე თავდასხმას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და მკურნალობდა, - ამის შესახებ Associated Press აცხადებს.
34 წლის აარონ ალექსისს პარანოია ჰქონდა, ძილის პრობლემები აწუხებდა და ხმები ესმოდა. ალექსისი სამხედრო-საზღვაო ძალების მთავარ სამმართველოში IT-იდ მუშაობდა. უცნობია დანაშაულის მოტივი.
აარონ ალექსისი ორშაბათს სამმართველოში მივიდა და თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა, 9 კი დაიჭრა. ალექსისი პოლიციელებმა ადგილზე მოკლეს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ვაშინგტონში, სამხედრო-საზღვაო ძალების მთავარ სამმართველოში მომხდარ შემთხვევას ტრაგედია უწოდა და მწუხარება გამოთქვა. დღეს თეთრ სახლში დროშები დაუშვეს.
სამხედრო-საზღვაო ძალების მთავარ სამმართველოში დაახლოებით 3000 ადამიანი მუშაობს. აღნიშნული სამმართველო აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ყველაზე დიდი სამმართველოა.





