უბედური შემთხვევა

საშაურმეში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

გვიან ღამით აფეთქება მოხდა თბილისში, ქსნის ქუჩაზე მდებარე საშაურმეში. აფეთქების შედეგად დაშავდა 4 ადამიანი. სამი მათგანი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

რუსთავი 2-ის ცნობით, დაშავებულებს შორის ერთი ობიექტზე მუშაობდა, ხოლო ორი მათგანი საშაურმის მომხმარებელია. დაშავებულებს სახისა და ხელის მტევნების მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობა აღენიშნებათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც გაზის, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

"შემოვიდა სამი პაციენტი. ორი მათგანი მოთავსებულია დამწვრობის ქირურგიულ განყოფილებაში. ერთი მათგანის მდგომარეობა შედარებით მძიმეა და მოთავსებულია დამწვრობის რეანიმაციის და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. სამივე პაციენტს აღენიშნება სახის, თავის და ორივე მტევნის დამწვრობა. ამ წუთისთვის მათი მდგომარეობა სტაბილურია", - განაცხადა დამწვრობის ცენტრის დირექტორმა გუგა ქაშიბაძემ.

კომენტარები