ტერორიზმი

დამასკსა და ჰომსში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო

AP

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს განცხადებით, სირიის დედაქალაქ დამასკსა და ქალაქ ჰომსში განხორციელებული აფეთქებები, რომლებსაც სულ მცირე 140 ადამიანი ემსხვერპლა, მათი მოწყობილია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

დამასკის გარეუბანში ოთხ აფეთქების შედეგად 83 ადამიანი დაიღუპა. ქალაქ ჰომსში მომხდარ აფეთქებას კი, 57 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმები სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის განცხადებას მოჰყვა. ასადის თქმით, სირიელ მიგრანტებს სახლში დაბრუნების არ უნდა ეშინოდეთ.

ცნობისთვის, სირიის ხუთწლიან კონფლიქტს 250 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. 11 მილიონზე მეტმა ადამიანმა საკუთარი სახლები დატოვა.

კომენტარები