ტერორიზმი

დავითოღლუ: ტერაქტი "ქურთისტანის სახალხო დაცვის კავშირის" მოწყობილია

აჰმეთ დავითოღლუ
BBC

თურქეთის პრემიერმინისტრის აჰმედ დავითოღლუს თქმით, ანკარაში ტერაქტი, სავარაუდოდ, სირიაში მოქმედმა "ქურთისტანის სახალხო დაცვის კავშირის" მებრძოლმა მოაწყო. მისი ცნობით, ტერორისტი ეთნიკური სირიელი სალიჰ ნეჯარია. დავითოღლუს განმარტებით, ნეჯარი მჭიდროდ თანამშრომლობდა თურქეთში აკრძალულ ქურთისტანის მუშათა პარტიასთან, რომელიც მას ტერაქტის მოწყობაში დაეხმარა. პრემიერმინისტრის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში უკვე დაკავებულია 9 ადამიანი.

თავის მხრივ, "ქურთისტანის სახალხო დაცვის კავშირი" ტერაქტთან კავშირს უარყოფს. ისინი ამბობენ, რომ თურქეთს მტრად არ მიიჩნევენ.

ცნობისათვის, "ქურთისტანის სახალხო დაცვის კავშირი" სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის და ამერიკის მხარდაჭერაც აქვს მოპოვებული.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის დედაქალაქ ანკარაში აფეთქებისას 28 ადამიანი დაიღუპა, 61 კი დაშავდა.

აღსანიშნავია, რომ თურქეთში ბოლო დროს ტერორისტული აქტები გახშირდა. გასულ თვეს სტამბოლში თვითმკვლელმა ტერორისტმა 10 ადამიანი იმსხვერპლა.

კომენტარები