უამინდობა საქართველოში

ძლიერი ქარის გამო, კახეთში 28 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგია შეუწყდა

ძლიერი ქარის გამო, კახეთში 28 ათასამდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. კახეთის ენერგოდისტრიბუციის ინფორმაციით, თელავის, ახმეტის, ყვარლის და სიღნაღის რაიონის ნაწილს დენის მიწოდება ავარიულად შეუწყდა, აბონენტთა ნაწილი კი, პრევენციულად გათიშეს.
აღდგენით სამუშაოებს უამინდობა აფერხებს.

"ქარის ჩადგომის შემთხვევაში რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე იქნება შესაძლებელი", - აცხადებენ კახეთის ენერგოდისტრიბუციაში.

კომენტარები