უამინდობა საქართველოში

პაპუაშვილი: სტიქია გრძელდება, სტიქია რა, თოვლი არის – სახელმწიფო ყველა ზომას იღებს

საქართველოს პარლამენტი

ივანიშვილის წარმომადგენლის, შალვა პაპუაშვილის თქმით, დასავლეთ საქართველოში სტიქია გრძელდება. ამ თემაზე საუბრისას პაპუაშვილი ამბობს - "სტიქია რა, თოვლი არის და ამ პირობებში [შესაბამისი სტრუქტურები] აკეთებენ ყველაფერს, რომ კომუნიკაციები იყოს". 

"ზუსტად ამით არის დაკავებული სახელმწიფო და შესაბამისი სტრუქტურები, რომ უამინდობის პირობებში, [...] სტიქია გრძელდება, სტიქია რა, თოვლი არის და ამ პირობებში აკეთებენ ყველაფერს, რომ კომუნიკაციები იყოს. სახელმწიფო ყველა ზომას იღებს, რომელიც საჭიროა სტიქიის აღმოსაფხვრელად" - ამბობს პაპუაშვილი.

რამდენიმე დღეა დასავლეთ საქართველოში სტიქიას ებრძვიან. სოციალურ ქსელში მოქალაქეებმა გასულ ღამეს მოხალისეობრივი ჯგუფი შექმნეს, რომლის საშუალებითაც დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარებიან.

გუშინ სტიქიას გურიის სოფელ კონჭკათში მამაკაცი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი მეზობლის დასახმარებლად გადავიდა და სახლის სახურავის გადათოვლისას დაიღუპა

კომენტარები