უამინდობა საქართველოში

ფოთის სკოლებში 24 თებერვალს სასწავლო პროცესი უამინდობის გამო შეჩერდება – მერია

ფოთის მერია

ფოთის მერიის ინფორმაციით, გურიაში უამინდობის გამო 24 თებერვალს სასწალო პროცესი შეჩერდება სკოლებში, ხოლო 24 და 25 თებერვალს სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდება საბავშვო ბაღებში. 

"ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება 6000-მდე აბონენტს. აღდგენითი სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს და 17:00 საათისთვის სრულად აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება.

მოსალოდნელი უამინდობის გამო, ორშაბათს და სამშაბათს ფოთის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდება. ასევე, 24 თებერვალს სასწავლო პროცესი შეჩერდება ფოთის საჯარო სკოლებშიც" - წერია განცხადებაში.

ფოთის მერიის ცნობით, მუნიციპალური სამსახურები საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

კომენტარები