რუსეთი ჩვენი ყველაზე დიდი მეზობელი და საერთაშორისო მოთამაშეა და ჩვენ ვნახეთ უფრო შემტევი რუსეთი. რუსეთი რომელიც ევროპული უსაფრთხოების წესრიგის დესტაბილიზაციას ახდენს, ნატო არ ეძებს კონფრონტაციას, არ გვჭირდება ახალი ცივი ომი, მაგრამ ჩვენი პასუხი უნდა იყოს მტკიცე. როგორ უნდა მოვიქცეთ ამ ჩაკეტილ წრეში? მჯერა რომ პასუხი მეტი თავდაცვა და მეტი დიალოგია. რუსეთის რიტორიკა, ქმედებები და მისი ბირთვული ძალების გამოცდები მიზნად ისახავს მეზობლების დაშინებას და ძირს უთხრის ვეროპის სტაბილურობასა და ურთიერთნდობას. ნატო-რუსეთის საბჭო მნიშვნელოვანი ფორუმია დიალოგისთვის. დიალოგი მნიშვნელოვანია ისეთი საკითხების მოსაგვარებლად სადაც ჩვენი აზრთა სხვადასხვაობა საკმაოდ სიღრმისეულია. ასეთია მაგალითად უკრაინა. ჩვენი პრინციპი ძალიან მკაფიოა, საზღვრები არ უნდა დაირღვეს, სუვერენულ ერებს აქვთ უფლება თავად განსაზღვრონ საკუთარი კურსი. ეს პრინციპები ფუნდამენტურია ევროპული უსაფრთხოებითვის. არ არსებობს არჩევანი თავდაცვასა და დიალოგს შორის. ხანგრძლივი სტაბილურობისთვის ჩვენ ერთდროულად ორივე გვჭირდება.
tbl.ge/qi5
დაკოპირდა

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთთან ურთიერთობის შესახეB, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. [რუსთავი 2-ის თარგმანი]
ამავე თემაზე
- პუტინი: NATO-ს გაფართოების მიზანია რუსეთის, როგორც მთავარი საფრთხის, შეკავება
- სტოლტენბერგი: რუსეთი მზად არის, უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ ძალა გამოიყენოს
- NATO-ს წევრი 6 ქვეყანა შავი ზღვის რეგიონში სამხედრო ძალების განთავსებას დათანხმდა
- პუტინი: NATO-ს აგრესიულ ქმედებებს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებით უნდა ვუპასუხოთ
- პუშკოვი: NATO-რუსეთის ურთიერთობაში კრიზისის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოა