NATO-რუსეთის ურთიერთობა

NATO-ს წევრი 6 ქვეყანა შავი ზღვის რეგიონში სამხედრო ძალების განთავსებას დათანხმდა

NATO-ს მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ აშშ, კანადა, გერმანია, ჰოლანდია, პოლონეთი და თურქეთი, შავი ზღვის რეგიონში NATO-ს სამხედრო წარმომადგენლობის გასაძლიერებლად, მზად არიან საკუთარი სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალები გაგზავნონ.

სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის წევრები შეშფოთებულები არიან ალიანსის საზღვართან რუსეთის აქტიურობით, მათ შორის რუსეთის სამხედრო ოლქებში გამართული წვრთნებითა და კალინინგრადში ისკანდერის ტიპის სარაკეტო კომპლექსების განთავსებით. მისი თქმით, როდესაც დაძაბულობა ასეთი მწვავეა, დიალოგი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

სტოლტენბერგმა ისიც აღნიშნა, რომ ალიანსი მზად არის, უახლოეს მომავალში ელჩების დონეზე NATO-რუსეთის საბჭოს სხდომა გამართოს.

კომენტარები