NATO-რუსეთის ურთიერთობა

პუტინი: NATO-ს გაფართოების მიზანია რუსეთის, როგორც მთავარი საფრთხის, შეკავება

sputniknews.com

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) შეხვედრაზე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ NATO-ს გაფართოების მიზანია რუსეთის, როგორც ალიანსისთვის მთავარი საფრთხის შეკავება.

"NATO-ს გასული წლის სამიტზე, პირველად 1989 წლის შემდეგ, რუსეთი აღიარეს როგორც ალიანსისთვის მთავარი საფრთხე, რუსეთის შეკავება NATO-ს ახალ მისიად გაჟღერდა. ზუსტად ამ მიზნით ხდება ალიანსის გაფართოება. გაფართოება ადრეც ხორციელდებოდა, თუმცა ახლა მონახეს ახალი, მათი აზრით, უფრო სერიოზული საბაბი", - თქვა პუტინმა.

კომენტარები