NATO-რუსეთის ურთიერთობა

სტოლტენბერგი: რუსეთი მზად არის, უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ ძალა გამოიყენოს

იენს სტოლტენბერგი
NATO

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, NATO-ს რუსეთთან კონფრონტაცია არ სურს, თუმცა რუსეთის ქმედებებზე რეაგირება აუცილებლად უნდა მოახდინოს.

"NATO რუსეთთან კონფრონტაციას არ ეძებს. ჩვენ არ გვსურს ახალი ცივი ომი და შეიარაღების ახალი რბოლა. რასაც NATO აკეთებს, ეს არის თავდაცვითი და პროპორციული ქმედებები. ამავდროულად, NATO-მ აუცილებლად უნდა მოახდინოს რეაგირება, როდესაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვხედავთ, რომ რუსეთი მნიშვნელოვნად აძლიერებს საკუთარ სამხედრო პოტენციალს, ვხედავთ, რომ ის სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზებას ახდენსს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვხედავთ, რომ რუსეთი მზად არის, გამოიყენოს თავისი სამხედრო პოტენციალი მეზობლების - ყირიმის, უკრაინისა და ასევე საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენ ვხედავთ მუქარის რიტორიკას რუსეთის მხრიდან", - თქვა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი მზად არის, უახლოეს მომავალში ელჩების დონეზე NATO-რუსეთის საბჭოს სხდომა გამართოს.

კომენტარები