NATO-რუსეთის ურთიერთობა

პუშკოვი: NATO-რუსეთის ურთიერთობაში კრიზისის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოა

RIA Novosti

რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსეი პუშკოვმა NATO-რუსეთის ურთიერთობაში კრიზისის დაწყების ერთ-ერთი მიზეზად საქართველო დაასახელა.

"კრიზისის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებისკენ NATO-ს გაფართოების მცდელობები იყო. პირველ რიგში ეს ეხება საქართველოსა და უკრაინას. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობა, ბუშის ადმინისტრაციის აქტიური მონაწილეობით და მასთან შეთანხმებით, საქართველოსა და უკრაინის NATO-ში ჩათრევას ცდილობდა იმ პერიოდში, როდესაც საქართველოში სააკაშვილის, უკრაინაში კი იუშენკოს მთავრობა იყო", - თქვა პუშკოვმა.

პუშკოვის თქმით, კრიზისის მეორე მიზეზი ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განლაგებაა, რომელიც რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული.

კომენტარები