დავა მაესტროს გარშემო

კიკაბიძე: გაჩეჩილაძე არის შეფუთვა, რომლის უკანაც პოლიტიკური პროცესები არსებობს

მიმდინარე პროცესებს ქრონოლოგიურად თუ შევხედავთ, რასაკვირველია იკვეთება ესე ვთქვათ სამთავრობო მხარდაჭერა ბატონი გია გაჩეჩილაძის მიმართ. პირდარპირაც განაცხადა [გია გაჩეჩილაძემ], რომ მისი ძმაკაცია პრემიერმინისტრი. გარდა ამისა, ბატონი ირაკლი რუხაძის განცხადება, რომელმაც ფაქტიურად აღიარებითი ჩვენება მისცა ეთერში, რომ "პირდაპირ ვიყიდიო ბარემ". აი ამას ყველაფერს თუ დავალაგებთ, პირდაპირ გამოჩნდება, რომ გაჩეჩილაძე არის შეფუთვა, ჩვეულებრივი დეკორაცია, რომლის უკანაც რაღაც პროცესები არსებობს.

ტელეკომპანია მაესტროს ერთ-ერთი დამფუძნებელი ბაჩო კიკაბიძე ტელეკომპანია მაესტროსთან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში.

კომენტარები