დავა მაესტროს გარშემო

მაესტროს დირექტორად დანიშვნის რეგისტრაციაზე ლევან გაჩეჩილაძემ რეესტრს მიმართა

ლევან გაჩეჩილაძე
რუსთავი 2

ლევან გაჩეჩილაძემ და მისმა ადვოკატმა საჯარო რეესტრში გაჩეჩილაძის ტელეკომპანია მაესტროს დირექტორად დანიშვნაზე განაცხადი უკვე შეიტანეს. გაჩეჩილაძის თქმით, დარეგისტრირება დაჩქარებული წესით მოხდება.

"განაცხადი შევიდა, დაჩქარებული წესით მოხდება რეგისტრაცია, მეურვის ნებართვის შემდეგ. როდის იქნება გადაწყვეტილება მიღებული, ეს უნდა ჰკითხოთ საჯარო რეესტრს. ყველა საბუთი წესრიგშია, მეურვემ ხელი მოაწერა "მაესტროს" პარტნიორთა კრების ოქმს და საბუთები დასარეგისტრირებლად შევიდა", - თქვა ლევან გაჩეჩილაძემ. მისივე თქმით, ის აუცილებლად შეხვდება "მაესტროს" თანამშრომლებს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ "მაესტროში" სიმშვიდემ, პროფესიონალიზმმა, სტაბილურობამ დაისადგროს და იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგად დამთავრდეს.

ლევან გაჩეჩილაძე მაესტროში მისვლას ხვალ აპირებს.

მაესტროს პარტნიორთა კრების მიერ თანამდებობიდან გათავისუფლებული ბაია გადაბაძე კი დაჯარო რეესტრისგან მოითხოვს, დირექტორად ლევან გაჩეჩილაძე არ დაარეგისტრიროს. მან აღნიშნული თხოვნით რეესტრს დღეს მიმართა.

კომენტარები