კომუნიკაციები

პრემიერი: წინააღმდეგი ვიქნებოდი, მაგისტრალური ინფრასტრუქტურა გასხვისებულიყო

მე მქონდა ამ საკითხებთან დაკავშირებით საუბარი მარეგულირებელ კომისიასთან და მქონდა თვითონ "ვიმპელკომის" წარმომადგენლებთანაც შეხვედრა დავოსის ფორუმის ფარგლებში. ეს კომპანია აპირებს, რომ შეისყიდოს საცალო კლიენტურის ბიზნესი, რომელიც არის ქვეყნის შიგნით. მე თვითონაც წინააღმდეგი ვიქნებოდი, რომ მაგისტრალური ინფრასტრუქტურა ყოფილიყო გასხვისებული, ვინაიდან ამას აქვს გარკვეული სტრატეგიული ხასიათი. კომპანია არ აპირებს შავ ზღვაზე გამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის და ასევე სხვა მაგისტრალური ინფრასტრუქტურის შეძენას. ეს არის ჩვეულებრივი შიდა ბიზნესი, რომლის შემთხვევაშიც ვერანაირ საფრთხეებს ვერ ვხედავ. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ გვყავს სხვა კომპანიებიც, მათ შორის რუსული მონაწილეობით და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამაში მე ვერანაირ რისკებს ვერ ვხედავ. საუბარია ქვეყნის შიგნით კლიენტურის ქსელის ბიზნესის შეძენაზე, რაც არანაირ საფრთხეებს არ შეიცავს. 

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კავკასუს ონლაინსა და რუსულ კომპანია ვიმპელკომს შორის მოლაპარაკებებზე.

კომენტარები