კომუნიკაციები

საქართველოში მოქმედი ინტერნეტ პროვაიდერების რეიტინგი

Reuters

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს მოსახლეობამ ფიქსირებულ ფართოზოლოვან ინტერნეტში ჯამში 35 მილიონი ლარი გადაიხადა, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან შედარებით 3%-ით მეტია. ეს თანხა კომპანიების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

საბოლოო აბონენტებისთვის მიწოდებული ინტერნეტის ღირებულება უმსხვილესი კომპანიების მიხედვით (იანვარ-თებერვალი):

  1. მაგთიკომი - 15.6 მილიონი ლარი
  2. სილქნეტი - 13.2 მილიონი ლარი
  3. ახალი ქსელები - 1.1 მილიონი ლარი
  4. დანარჩენი კომპანიების მაჩვენებელ 1 მილიონზე მცირეა

აბონენტების რაოდენობა:

  1. მაგთიკომი - 309 ათასი აბონენტი
  2. სილქნეტი - 276 ათასი აბონენტი
  3. ახალი ქსელები - 35 ათასი აბონენტი
  4. CGC - 16 ათასი აბონენტი

ქვეყანაში ჯამურად 746 ათას აბონენტს აქვს ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტი. რეგიონების მიხედვით აბონენტების ყველაზე დიდი კონცენტრაცია თბილისშია.

კომენტარები