კომუნიკაციები

საქართველოში 5 მილიონი მობილურია - ბრენდების მიხედვით მობილურების რეიტინგი

Getty Images

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სულ 5,164,857 მობილური ტელეფონია. კომისიამ დათვალა ამ ტელეფონების განაწილება მწარმოებლების მიხედვით. სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში ბაზრის ყველაზე დიდი წილი კორეულ გიგანტ Samsung-ს უჭირავს. ქვეყანაში Samsung-ის სულ 1,594,795 მობილურია. ეს ბაზრის 30%-ს შეადგენს.

საქართველოში არსებული მობილური ტელეფონების განაწილება მწარმოებლის მიხედვით:

  1. Samsung - 1,594,795 აპარატი, ბაზრის 30.88%
  2. Nokia - 976,250 აპარატი, ბაზრის 18.90%
  3. Apple - 580,149 აპარატი, ბაზრის 11.23%
  4. Huawei - 452,377 აპარატი, ბაზრის 8.76%
  5. Lenovo - 232,939 აპარატი, ბაზრის 4.51%
  6. TCT - 94,694 აპარატი, ბაზრის 1.83%
  7. Sony - 94,038 აპარატი, ბაზრის 1.82%
  8. LG - 78,533 აპარატი, ბაზრის 1.52%
  9. HTC - 62,341 აპარატი, ბაზრის 1.21%
  10. ZTE - 25,643 აპარატი, ბაზრის 0.50%
  11. სხვა - 973,098 აპარატი, ბაზრის 19%

უკანასკნელი წლების განმავლობაში მობილურების იმპორტი თანხორბივად ყველაზე დიდი 2014 წელს იყო და ის $148 მილიონ დოლარს შეადგენდა (რაოდენობრივად 1.4 მილიონი ცალი). 

კომენტარები